პოლიტიკა
„ლაპარაკია იმაზე, რომ პარლამენტი გადავიდა აქედან და ამით ქუთაისმა ბევრი დაკარგა. მე არ მჯერა ამისი"
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე  ქუთაისზე, როგორც საპარლამენტო ქალაქზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტის დაკარგვით ქუთაისს არაფერი დაუკარგავს და პარლამენტის შენობის ასაშენებლად დახარჯული მილიონობით ლარით  წყალტუბოს განვითარება იყო შესაძლებელი. პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილ პარლამენტის შენობაში შესაძლებელი განთავსდეს საკონფერენციო დარბაზი. მცირედ გადაკეთების შემთხვევაში იქ ყველაფერია ამისათვის.

"ლაპარაკია იმაზე, რომ პარლამენტი გადავიდა აქედან და ამით ქუთაისმა ბევრი დაკარგა. მე არ მჯერა ამისი. მე არ მგონია, რომ  რამდენიმე დღის პარლამენტარების აქ ყოფნა დიდად აისახა ქუთაისის განვითარებაზე. ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში. ჯერ ერთი ეს შენობა დაჯდა 340 მილიონი ლარი თავის დროზე და იმითი აშენდებოდა არაჩვეულებრივი წყალტუბო. ვინმეს რომ ეფიქრა განვითარების კუთხით და არა საჩვენებლად რაღაცის. ამ შენობაში, რომელსაც შიგნიდან კარგად ვიცნობ შეიძლება მოეწყოს საერთაშორისო საკონფერენციო საშუალებები, რომლებიც ძალიან გვაკლია საქართველოში. მე რაც პრეზიდენტი გავხდი ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე, რომ ასეთი ფორუმი მოეწყოს საქართველოში, ისეთი ფორუმი მოეწყოს. რეალურად ამისი ადგილი გარდა ბათუმისა, და იქაც არ არის დიდი საკონფერენციო ცენტრი, არ არსებობს. ქუთაისს აქვს ყველაფერი. აეროპორტი, აეროპორტთან რკინიგზის გადაბმა, ახალი გზა. ანუ ინფრასტრუქტურა ასეთი საკონფერენციო ცენტრისათვის არსებობს. ეს შენობა ამისათვის, შეიძლება რაღაცა გადაკეთება დასჭირდეს, მაგრამ ყველაფერი პრაქტიკულად იქ არის რაც ამისთვის საჭიროა. სასტუმროები არა ქუთაისში, არამედ წყალტუბოში. შესაძლოა, ინვესტორები ამით უფრო დაინტერესდნენ თუ იქნება ეკონომიკურად მიბმა. მართლაც დაიტვირთება სასტუმროები ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციების საშუალებით." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:01 / 14.12.2019
"დღეს ქუთაისი ხელისუფლების გარეშე დარჩა"-
მოძრაობა
16:32 / 13.12.2019
მოძრაობა "გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები  აცხადებენ, რომ 14 დეკემბერს, თბილისში,
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 1 - 10 °C
img
ქუთაისი 8 - 17 °C
img
ბათუმი 12 - 17 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019