ზესტაფონის მერთან ერთად თანამდებობებს მისი გუნდის წევრებიც დატოვებენ.

აღნიშნულის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” კომენტარი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ეკა დუგლაძემ გააკეთა. მისივე ინფორმაციით, კახაბერ მახათაძის გუნდის არც ერთ წევრს მერიაში მუშაობის გაგრძელება აღარ სურს. 

“კახაბერის სურვილია, რომ მისი თანაგუნდელები მერიიდან არ წავიდნენ. დაეთანხმებიან თუ არა მის სურვილს არ ვიცი. მეც კახაბერის გუნდის წევრი ვარ და არანაირი სურვილი არ მაქვს მერიაში მის გარეშე ვიმუშავო,”-განაცხადა ეკა დუგლაძემ.

მერიაში ამბობენ, რომ სამუშაო პროცესი კვლავ გრძელდება და თანამდებობიდან წასვლამდე მერი თანამშრომლებს ხვდება, სადაც სხვადასხვა პროექტები განიხილება და შესაბამისი დოკუმენტაცია წესრიგდება.

ზესტაფონის მერთან ერთად, სავარაუდოდ, თანამდებობებს მისი გუნდის წევრებიც დატოვებენ

ფოტო:ინტერნეტ სივრციდან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *