ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მან უკვე დაწერა.

როგორც ზესტაფონის მერიაში განაცხადეს, მიზეზი “ქართული ოცნების” გუნდში არსებული შიდა დაპირისპირებაა.

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და მომცეს საშუალება, მეზრუნა ჩემს საყვარელ ქალაქზე. ვინც მიცნობს იცის, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ეს არის ერთ-ერთი საშუალება ემსახურო შენს ხალხსა და შენს ქვეყანას. პირობას გაძლევთ, რომ ამ ზრუნვას არასოდეს შევწყვეტ და ყველა ჩემს ხელთ არსებულ ბერკეტს გამოვიყენებ, რომ ჩემი ქვეყანა უკეთესი გახდეს. მეც ამ ქალაქის შვილი ვარ და ყველა თქვენი ტკივილი მტკივა. მას შემდეგ, რაც უფრო ღრმად ჩავიხედე ჩვენს პრობლემებში, ეს განცდა უფრო გამიძლიერდა. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა,”-წერს კახაბერ მახათაძე მის ოფიციალურ გვერდზე.

კახაბერ მახათაძესთან ერთად თანამდებობები დატოვეს ვიცე-მერმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *