Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ჭიღვარიას მერობის ყოველი დღე ქალაქისათვის ზიანია"-ქუთაისის სკეიტ პარკი უკვე დაზიანდა
"ლეიბორისტული პარტიის" წევრები ქუთაისში ახლადგახსნილ სკეიტპარკში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ საუბრობენ. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, სამუშაოები კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა. მათივე განმარტებით, ატრაქციები და საფარი მწყობრიდანაა გამოსული. გარდა ამისა, ადგილი უმეთვალყურეოდაა დარჩენილი და დაბინძურებულია.

"მერმა განაცხადა, რომ მოედანი ევროპული სტანდარტის იყო. პარკი რამდენიმე თვის წინ მოეწყო და დღეს აქ ინფრასტრუქტურა წყობიდანაა გამოსული, მოედანზე წყალი დგება. შემსრულებელი ვალდებულია ხარვეზები თავისი ხარჯებით 4 წლის განმავლობაში გამოასწოროს. მიუხედავად პრობლემებისა, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა,"-განაცხადა პარტიის წევრმა ირაკლი კიკვაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, მერმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ქალაქი მილიონობით ლარს კარგავს.

"ესაა მაგალითი იმისა, რატომ არ უნდა იყოს გიორგი ჭიღვარია მერი. ქუთაისში ყველა პროექტი ხარვეზით არის შესრულებული. ჭიღვარიას მერობის ყოველი დღე ქალაქისათვის ზიანია. პარკის შემთხვევაშიც, საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს. მერი უნდა გადადგეს თანამდებობიდან,"-განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა სამსონ გუგავამ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან. მათივე განმარტებით, ადგილზე ინფრასტრუქტურა უცნობმა პირებმა დააზიანეს და შესაბამისი სამუშაოები მალევე დაიწყება.

სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები კომპანია "დაკი"-მ შეასრულა, რაზეც 200 000 ლარამდე დაიხარჯა.


ფოტო:რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020