პოლიტიკა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ ლერი თედორაძე დაინიშნა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ ლერი თედორაძე დაინიშნა. ის ქუთაისში აქამდეც მუშაობდა.

" რადგან 3 წელზე მეტი ჰქონდა გამოცდილება სამოსამართლეო საქმიანობის, ამავდროულად 15 თებერვალს გადიოდა ვადა უფლებამოსილების განხორციელების, საბჭომ იმსჯელა მის უვადოდ განმწესებაზე მისივე განცხადების საფუძველზე."- განაცხადეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ლერი თედორაძემ 1981 წელს დაამთავრა ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარეშის საშუალო სკოლა; 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მისი სამუშაო გამოცდილება კი ასეთია:

1988-1990 წლებში მუშაობდა გარდაბანის რაიონის მეურნეობაში იურისტ-კონსულტად;
1990-1992 წლებში მუშაობდა სამტრედიის ტრანსპორტის პროკურატურაში გამომძიებლად;
1992-1999 წლებში მუშაობდა ქუთაისის ქალაქის პროკურატურაში განყოფილების პროკურორად;
1999-2002 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე;
2002-2009 წლებში იყო წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
2002-2007 წლებში იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;
2009-2012 წლებში იყო ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
2009-2012 წლებში მივლინებული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში;
2010-2012 წლებში იყო ხობის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე;
2012-2013 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
2013-2016 წლებში იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;
2016 წლის 15 თებერვლიდან გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან სხვა სასამართლოში დანიშვნის გამო;
2016 წლის 15 თებერვლიდან გამწესდა მოსამართლედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 2017 წლის 1 აგვისტოდან დაეკისრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება;


ლერი თედორაძის უვადო მოსამართლედ 13 ხმით ერთის წინააღმდეგ დაინიშნა.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით უვადოდ სულ 8 მოსამართლე გამწესდა.


როგორც რადიო "ძველ ქალაქს" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, საბჭოს უვადოდ გამწესების თხოვნით 48 მოსამართლემ მიმართა. თუმცა აქედან მხოლოდ რვა მოსამართლეს ეწურებოდა ვადა. დანარჩენებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ. შესაბამისად, საბჭო მათთან გასაუბრებას და კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კაფე
15:37 / 26.05.2019
კაფე "სავანეს" მფლობელებმა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
კაფე
15:37 / 26.05.2019
კაფე "სავანეს" მფლობელებმა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა მუნიციპალიტეტის
15:06 / 24.05.2019
წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა მუნიციპალიტეტის
საქართველოს პრეზიდენტრი სალომე ზურაბიშვილი ჭიათურაში მიმდინარე
23:08 / 23.05.2019
საქართველოს პრეზიდენტრი სალომე ზურაბიშვილი ჭიათურაში მიმდინარე
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 12 - 27 °C
img
ქუთაისი 13 - 23 °C
img
ბათუმი 16 - 20 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019
ზედამხედველობის სამსახურმა კაფე "სავანეს" მეპატრონეები 3 000 ლარით დააჯარიმა
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბულვარში არსებული
16:58 / 30.04.2019