პოლიტიკა
ქუთაისის მერიაში ახალი ააიპი შეიქმნა
რეორგანიზაციის შედეგად, ქუთაისის მერიაში არქიტექტურის სამსახური გაუქმდა. მის ნაცვლად კი ააიპ "არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო" შეიქმნება.

როგორც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, ახალ ააიპში 7-დან 10-მდე ადამიანი დასაქმდება. მისივე განმარტებით, აიპი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებს თავადვე გამოიმუშავებს.

"არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი გასცემს მშენებლობის ნებართვას. აშენებულ შენობა -ნაგებობას ექსპლოატაციაში მიიღებს მერი. გვინდა, თბილისის მსგავსად, შემოვიღოთ დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა, რაც ფასიანი იქნება. თბილისის გამოცდილებით, ამის მსურველი ბევრია. ამ ეტაპზე, მერიის მხრიდან ააიპს დაფინანსება დასჭირდება, მაგრამ მოგვიანებით დაჩქარებული წესით მომსახურებით მიღებული შემოსავლისაგან თავად შეინახავს თავს,"-განაცხადა მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ.

ირაკლი გიორგაძის განმარტებით, შტატები მერიაში უმნიშვნელოდ გაიზარდა, რაც შტატგარეშე თანამშრომლების შტატში ჩასმამ გამოიწვია. 298 ერთეულის ნაცვლად, რეორგანიზაციის შემდეგ 307 ადამიანი იქნება დასაქმებული.

გარდა ამისა, მერიაში შეიქმნა შიდა აუდიტის სამსახური.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერის განცხადებით შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს
მთავრობამ უკვე მიიღო.
11:27 / 17.09.2019
ქუთაისის მერის განცხადებით შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო.
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019