პოლიტიკა
"მერიის რეორგანიზაციის პროექტი მორგებულია ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს"
რეორგანიზაციის შედეგად, ქუთაისის მერიაში ახალი ააპისა და სამსახურის შექმნა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააპროტესტეს. მათ საკრებულოს სხდომაზე საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის მთავრი მიზანი "ქართული ოცნების" პარტიული აქტივის დასაქმებაა.

"ქუთაისის მერიის რეორგანიზაციის პროექტი მორგებულია ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. ის არ გამოხატავს ქალაქის პრობლემებზე ორიენტირებულობას. იქმნება ერთი ახალი სამსახური და ერთი ახალი აიპი. ეს აიპი დასაქმების ბიუროდ იქცევა. აუდიტის სამსახურს 4 ადამიანს ამატებენ მაშინ, როცა ჩვენ არც ერთი შენიშვნა არ გვინახვას მათ მიერ მომზადებული,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ოპოზიციის ბრალდებებს მედიასთან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ უპასუხა. მისი განმარტებით, რეორგანიზაცია მიზნად მენეჯმენტის გაუმჯობესებას ისახავდა.

"რეორგანიზაციის მიზანი კადრების ოპტიმიზაციისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების პრინციპია. ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ დავაკვირდით პროცესებს. აღმოჩნდა ხარვეზები და ნიუანსები, რომლებიც იყო მართვის პროცესში, რეორგანიზაცია სწორედ ამის აღმოფხვრას ემსახურება,"-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

რეორგანიზაციის შედეგად, ქუთაისის მერიაში არქიტექტურის სამსახური გაუქმდა. მის ნაცვლად კი ააიპ "არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო" შეიქმნება. ასევე, მერიაში შეიქმნა შიდა აუდიტის სამსახური.

ფოტო: ქუთაისის საკრებულო



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 20 - 35 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019