პოლიტიკა
პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქუთაისს ესტუმრა
ქუთაისს პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი და პოლონური დელეგაცია ესტუმრა. მხარეებმა რეგიონისა და ქალაქების სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს. გაიხსენეს ქუთაისში დაღუპული პოლონელი გმირები.

"დღევანდელი ვიზიტი პოლონელი პატრიოტების, პოლონელი გმირების ხსოვნის აღნიშვნას ეძღვნება, რომლებიც განისვენებენ ქუთაისში, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია,"-განაცხადა პოლონეთის ელჩმა.

დელეგაციას იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

"ვისაუბრეთ ქალაქებისა და რეგიონის სამომავლო ურთიერთობებზე. ჩვენი რამდენიმე ქალაქი ერთმანეთთან დამეგობრებულია. ვგეგმავთ, რეგიონებიც დავუკავშიროთ ერთმანეთს,"-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

იმერეთის გუბერნატორის თქმით, შესაძლოა, დაღუპული გმირების პატივსაცემად, ქუთაისში მემორიალური დაფა განთავსდეს.

პოლონური მხარე პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის მიერ ქუთაისში გატარებული პერიოდის შესწავლასაც გეგმავს. პრეზიდენტი ქუთაისში 1885 წლის 23 იანვარს დაიბადა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული
16 000 ლარიანი
13:33 / 12.11.2019
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული 16 000 ლარიანი
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის
ტაძრის მიმდებარე
18:38 / 11.11.2019
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე
17:20 / 11.11.2019
"ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს," - განაცხადა
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 2 - 16 °C
img
ქუთაისი 11 - 23 °C
img
ბათუმი 13 - 20 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019