იპოთეკით დაზარალებული მარინა სუპატაშვილი პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

როგორც სუპატაშვილი ამბობს, ის სავარაუდო თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა, რომელშიც იურისტები მონაწილეობენ. დაზარალებული აცხადებს, რომ იურისტების ე.წ გაერთიანებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები მფარველობენ.

“ერთი ბინის გარეშე უკვე დამტოვეს. აპირებენ, რომ მეორე ბინიდანაც გამასახლონ. სამართალს ვერ მივაღწიე. რამდენჯერმე დავწერე საჩივარი, თუმცა მათ პროკურატურა და პოლიცია მფარველობს. სახლი არ არის ნივთი, ეს არის ადგილი, სადაც ჩემი ოჯახის ისტორიაა შექმნილი. ის ასე ადვილად არ უნდა ნადგურდებოდეს და სამართალდამცავი ორგანოები მევახშე ადვოკატებს ხელს არ უნდა უწყობდნენ,”-განაცხადა მარინა სუპატაშვილმა. 

დაზარალებული სამართლიანობის აღდგენას 7 წელია ითხოვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *