პოლიტიკა
"აუდიტის სამსახურის ანგარიში ნათლად მიანიშნებს იმ კრიმინალურ საქმიანობაზე, რასაც ქუთაისის მერია ახორციელებდა"
"ევროპული საქართველო" აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მსგავსი სიმძიმის დასკვნა ქუთაისის მერიის შესახებ ამ დრომდე არ გაცემულა. 

"ასეთი მძიმე დასკვნა ქუთაისის მერიაზე ჯერ არ დაწერილა. ეს ანგარიში არის კრიმინალური ფაქტებით სავსე. მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ ენდოთ თუ არა ასეთ ხელისუფლება. ახლაც იგივე დარღვევები ხდება, რაც გასულ წლებში, განსაკუთრებით პრობლემურია ინფრასტრუქტურის მიმართულება,"– განაცხადა "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძემ.

"აუდიტის სამსახურის ანგარიში ნათლად მიანიშნებს იმ კრიმინალურ საქმიანობაზე, რასაც ქუთაისის მერია ახორციელებდა. ანგარიში ეხება ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიც არის სოციალური საცხოვრისი, გარე განათება და საგზაო ინფრასტრუქტურა. ის რეაგირებისათვის შესაბამის სამსახურებს უნდა გადაეგზავნოს,"– განაცხადა პარტიის წევრმა მერაბ მეშველიანმა.

აუდიტის სამსახურმა ანგარიში 3 მარტს გამოაქვეყნა. ის 2015–2016 წლებში შესწავლილ ფინანსურ დოკუმენტაციას ეხება. დასკვნაში საუბარია სოციალურ საცხოვრისზე, ასათიანის ქუჩაზე, დროში გაწელილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. ასევე, გაზრდილ სამივლინებო ხარჯებსა და დასაბუთების გარეშე გაცემულ პრემია–დანამატებზე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულზე შეფასების გაკეთება გამოძიების კომპეტენციაა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
22:36 / 18.09.2019
"ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ფონდი "ქართუს" მხრიდან.
22:36 / 18.09.2019
"ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ფონდი "ქართუს" მხრიდან.
22:33 / 18.09.2019
"ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ფონდი "ქართუს" მხრიდან.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 29 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019