ქუთაისში არქიტექტორი, ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე მაია მანია ჩამოვა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის ქუთაისის მერიის მიერ შექმნილ ახალი არქიტექტურის ააიპის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ხვალ თვითმმართველობის წარმომადგენლები მისგან ქალაქში სხვადასხვა არქიტექტურული პროექტის განხორციელებისათვის და ქუთაისის გენერალური გეგმის შემუშავებისათვის რჩევებს მიიღებენ.

მაია მანია არის თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის განყოფილების ასოცირებული პროფესორი, 2005 წლიდან აკადემიაში მიჰყავს თბილისისა და სხვა ქართული ქალაქების არქიტექტურის ისტორიის კურსი, ასევე, არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ექსპერტ-არქიტექტორი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *