პოლიტიკა
" აუდიტის სამსახური იქნება თუ სხვა უწყება, შემიძლია ვითანამშრომლო" - შოთა მურღულია
"რა შეისწავლა აუდიტის სამსახურმა არ ვიცი, არ ვყოფილვარ ამაში ჩართული. შესაძლოა რაღაც დოკუმენტები დარჩა შესასწავლი."- ამის შესახებ ქუთაისის ყოფილმა მერმა შოთა მურღულიამ რადიო "ძველ ქალაქთან" აუდიტის დასკვნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მას ყველა დოკუმენტი ასლი და ელექტრონული ვერსია აქვს და დაინტერესების შემთხვევაში მზადაა შესაბამის უწყებებთან ითანამშრომლოს.

"ნებისმიერ შემთხვევაში თუკი შოთა მურღულიასთან დაკავშირებით არის კითხვები მენეჯერულ ან არამენეჯერულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში უნდა დაუძახო შოთა მურღულიას და ჰკითხო. ალბათ ჩათვალეს, რომ ჩემს მიმართ კითხვა არ უნდა დასმულიყო, თუმცა იმ პერიოდში რაც მოხდა და მინიმუმ მივიღე მენეჯერული გადაწყვეტილებები პასუხისმგებელი ვარ. მე ყველა დოკუმენტის ასლი თუ ელექტრონული ვერსია მაქვს. თუ დააინტერესებთ, აუდიტის სამსახური იქნება თუ სხვა უწყება, შემიძლია ვითანამშრომლო."- განაცხადა მურღულიამ.


რაც შეეხება კონკრეტულად სოციალური საცხოვრისის თემას, ქალაქის ყოფილმა მერმა განაცხადა: "თუ სადმე პრობლემა არსებობს ნახევარი მილიონი თანხა დევს ქუთაისის საგარანტიო ბიუჯეტში არ მგონია, რომ რომელიმე პრობლემის მოგვარებას." -აცხადებს შოთა მურღულია.

შეგახსნებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც შესაძლო დანაშაულისა და კორუფციის ნიშნების შესახებაა საუბარი. დასკვნაში საუბარია სოციალურ საცხოვრისზე, რომ შპს "სანომ" მერიას კონკურსის გარეშე, დამატებით 1800 კვ.მ ფართი მიყიდა, ღირებულებით 1.8 მლნ ლარი.

მერიამ სოციალური საცხოვრისი შეისყიდა არასაბაზრო ფასად. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს, მაშინ როდესაც მერიამ გადაიხადა 1000 ლარი. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით დათვლილ ღირებულებასა და მერიის მიერ ჩაბარებულ სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 2.0 მლნ ლარს.

შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს. მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი საცხოვრებელი პირობები. მშენებლობის პროცესი წარმართა ისე, რომ სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები სავარაუდოდო ზედმეტად არის გადახდილი.

დოკუმენტში ასევე საუბარია, ასათიანიქ ქუჩასა და გარე ანათების ქსელის ექსპლუატაციისთვის დასაბუთების გარეშე დახარჯულ თანხაზე.


იხ. აუდიტის სამსახურის ანგარიში.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019