პოლიტიკა
"ქალაქში შემჩნეულია მრავალჯერადი ვანდალიზმის ფაქტები"-ქუთაისში მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად იმუშავებენ
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო სამოქალაქო კამპანიას დაიწყებს. "მოუარე შენს ქალაქს" მიმართული იქნება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისაკენ და მოქალაქეებს საერთო საკუთრების მოვლისაკენ მოუწოდებს. კამპანიის დაწყების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადგილობრივებმა სხვადასხვა ობიექტები დააზიანეს, მათ შორის ახლადრეაბილიტირებული ქუჩები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ენეგრო ველოსიპედები და სხვა.

"ქალაქში შემჩნეულია მრავალჯერადი ვანდალიზმის ფაქტები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ სამოქალაქო კამპანია. გვინდა, ვისაუბროთ პრობლემაზე. გვაქვს სამუშაო გეგმის მონახაზი. იგეგმება, რომ ჩატარდეს შეხვედრები სკოლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში, იმ ქუჩების მოსახლეობასთან, სადაც  აღნიშნული ფაქტები გამოვლინდა,"-განაცხადა საბჭოს მდივანმა ნუგზარ კოხრეიძემ.

რაც შეეხება ვანდალიზმის ფაქტების გამოვლენის შემდეგ პირების სამართლებრივი გზით დასჯას, ნუგზარ კოხრეიძე ამბობს, რომ უფრო მეტად სხვადასხვა ობიექტებს ბავშვები აზიანებენ. მისივე განმარტებით, ეფექტურ შედეგს ვერც ადგილზე კამერების დამონტაჟება მოიტანს და პრობლემის მოგვარება მხოლოდ ადგილობრივების ცნობიერების ამაღლებას შეუძლია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერია 2019-2020 წლებში ღონისძიებების ჩატარებაში 2 მილიონ
133 000 ლარს გადაიხდის.
15:53 / 25.04.2019
ქუთაისის მერია 2019-2020 წლებში ღონისძიებების ჩატარებაში 2 მილიონ 133 000 ლარს გადაიხდის.
პროგრამა
13:22 / 25.04.2019
პროგრამა "კორპუსი" სახელს შეიცვლის და ბიუჯეტში ცალკე პროგრამებად იქნება წარმოდგენილი.
ოპოზიციონერი დეპუტატები ქუთაისის მერს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის
წარდგენას სიტყვიერად სთხოვენ.
22:22 / 24.04.2019
ოპოზიციონერი დეპუტატები ქუთაისის მერს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენას სიტყვიერად სთხოვენ.
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური
ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიას 3 მილიონ 422
ათასი ლარი გამოეყო.
20:44 / 24.04.2019
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიას 3 მილიონ 422 ათასი ლარი გამოეყო.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 7 - 19 °C
img
ბათუმი 9 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019