პოლიტიკა
ყველაზე ხშირად რომელ ქვეყნებში ითხოვენ ქართველები თავშესაფარს?
უვიზო მიმოსვლის შესახებ იმსჯელეს ქუთაისში. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და ელჩებმა იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას. მათი განმარტებით, მოქალაქეები უცხოეთში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევით რჩებიან. მათივე თქმით, მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ.

"ქართველები თავშესაფარს ხშირად ითხოვენ საფრანგეთში, გერმანიაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოთხოვნა გაზრდილი იყო ისლანდიაშიც. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ამიტომ თავშესაფრის მოთხოვნის აბსოლუტური უმრავლესობა არ კმაყოფილდება. მათ მაქსიმალურად უნდა აარიდონ თავი სხვადასხვა პირების მიერ შექმნილ ცრუ მოლოდინებს, რომ მათი დახმარებით სამსახურს ან თავშესაფარს იშოვიან. ეს ძალიან მკაცრად რეგულირდება,"-განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქმენეთში, გიორგი ყარალაშვილმა. 

თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის მიღების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე დარჩენა არალეგალურად ითვლება. თუ პირი სამშობლოში დაბრუნებაზე აურს იტყვის, მისი იძულებით დაბრუნება მოხდება. მას ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით ეკრძალება. შესაძლოა, დაეკისროს 3 000 ევრომდე ჯარიმაც.

ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. ამ ხნის განმავლობაში, მისით 600 000-მდე საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019