პოლიტიკა
"თუ საჭირო გახდება, ტექნიკას ფიზიკურად დავუპირისპირდებით"
თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.  ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ სოფელში ნაგავსაყრელი აშენდება, დაბინძურდება ჰაერი და წყალი, გაუქმდება საძოვრები. ადგილობრივები ხელისუფლებას ნაგავსაყრელისათვის ალტერნატიული ტერიტორიის გამოყოფას სთხოვენ. თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებს ხელისუფლების იმ დაპირების არ სჯერათ, რომ ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების დაცვით აშენდება და გარემოს დაბინძურება არ მოხდება.

"ვითხოვთ, მოძებნონ ალტერნატიული ტერიტორია. დასახლებული პუნქტებიდან 500-300 მეტრში შენდება ნაგავსაყრელი და გვარწმუნებენ, რომ იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო. ელემენტარულს ვერ აკეთებენ ქვეყანაში და როგორ მოაწყობენ უსაფრთხო ნაგავსაყრელს,"-ამბობს ადგილობრივი კობა გურგენიძე.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამუშაოები პირველი მარტიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ისინი ადგილზე ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და ტერიტორიას ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებენ.

"თუ საჭირო გახდება, ტექნიკას ფიზიკურად დავუპირისპირდებით. ადგილზე კარვებიც გვაქვს გაშლილი,"-ამბობს ადგილობრივი ზურაბ გიორგაძე.

ჭოგნარში მცხოვრებლები რამდენიმე დღეში თბილისში, "ქართული ოცნების" ცენტრალურ შტაბში ჩასვლასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს აპირებენ. 

რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019