ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი დაასახელა.

თანამდებობის დასაკავებლად მმართველი გუნდიდან გიორგი გოგლიჩიძე იბრძოლებს. 

“გიორგი გოგლიჩიძე წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში. პრინციპულად უპირისპირდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” არადემოკრატიულ რეჟიმს. გიორგიმ კარგად იცის, რა სჭირდება ზესტაფონს. იცის, რა გამოწვევები და პოტენციალი აქვს ამ მუნიციპალიტეტს. ვარ დარწმუნებული, რომ მასთან ერთად ზესტაფონში არსებულ პრობლემებს სწრაფად გადავჭრით,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არჩევნების ჩატარება მაისის თვეში იგეგმება.

ფოტო: გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *