პოლიტიკა
"თეთრ ხიდზე" სტიკერების დაკვრისათვის დაწყებული სასამართლო დავა არასამთავრობო ორგანიზაციამ მეორედ მოიგო
"თეთრ ხიდზე" სტიკერების დაკვრისათვის მეორედ დაწყებული პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-მ ქუთაისის მერიის ზედამხეველობის სამსახურს სასამართლო დავა კიდევ ერთხელ მოუგო. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. 

"მოსამართლემ განაცხადა, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა. სასამართლომ ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ჯარიმა არ დაგვეკისრება. არ ვიცი, მერიაში კიდევ რას მოიფიქრებენ,"-განაცხადა ორგანიზაციის წევრმა გია გოქაძემ.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ მიიღო.

შეგახსენებთ, "თეთრ ხიდზე" სტიკერების დაკვრისათვის მერია ჯერ ორგანიზაციის წევრს გია გოქაძეს უჩიოდა, რომელმაც დავა ერთხელ უკვე მოიგო. მეორედ კი ზედამხედველობის სამსახურმა განცხადება ორგანიზაციის წინააღმდეგ შეიტანა.

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს წევრებმა აქცია ხიდზე იანვრის თვეში მოაწყვეს. მათ ხიდზე სტიკერები დააკრეს და მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება სახიფათო იყო. 


ფოტო: ინტერნეტ სივრცე



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 20 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019