ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში მეორე ცვლილება განხორციელდა.

სკოლების რეაბილიტაციისათვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან მილიონი ლარი გამოიყო.

“შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელიც შეარჩევს სკოლებს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით განახორციელონ რეაბილიტაცია,”-განაცხადა მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ.

საკითხს მხარი დეპუტატებმა საკრებულოს მე-18 სხდომაზე დაუჭირეს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *