პოლიტიკა
სკოლების რეაბილიტაციისათვის ქუთაისის მერია მილიონ ლარს დახარჯავს
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში მეორე ცვლილება განხორციელდა. სკოლების რეაბილიტაციისათვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან მილიონი ლარი გამოიყო.

"შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელიც შეარჩევს სკოლებს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით განახორციელონ რეაბილიტაცია,"-განაცხადა მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ.

საკითხს მხარი დეპუტატებმა საკრებულოს მე-18 სხდომაზე დაუჭირეს.


ფოტო: ინტერნეტ სივრცე
| Print |