ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე ოპოზიციას

ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. როგორც ახალაძე ამბობს, მას დაუსაბუთებელ ბრალდებებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია და “ევროპული საქართველოს” დეპუტატი დავით გოგისვანიძე უყენებენ.

უმრავლესობის წევრი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებთან გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.

“ამბობენ, რომ 150 000 დოლარის კრედიტი მაქვს აღებული. განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ვევაჭრები ჩემი უმრავლესობაში ყოფნისა თუ არ ყოფნის საკითხით. ეს განცხადებები არის ცილისმწამებლური,”-ამბობს ახალაძე.

უმრავლესობის დეპუტატი ოპოზიციას მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს. მისი განმარტებით, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში საკრებულოს დატოვებს. მეორე მხრივ, თუ ბრალდებების უსაფუძვლობა დამტკიცდება, მოითხოვს საკრებულოს შემადგენლობა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დატოვოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *