ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს

– საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

“საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. რვავე მუნიციპალიტეტში არჩევნები ჯამში 26 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. დღესვე ცესკომ მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ხუთივე მერის რიგგარეშე არჩევნები 362 საარჩევნო უბანზე ჩატარდება”,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ. 

ცესკოს ინფორმაციით, პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები საერთო ჯამში 410 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც 401 750 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *