პოლიტიკა
"არ გვიშვებენ სამსახურში"- მოვაჭრეების საპროტესტო აქციები გრძელდება
ქუთაისში ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეების საპროტესტო აქციები გრძელდება. ისინი საკასო აპარატების დადგმას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალოს.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ შემოსავალი შემცირებულია, რაც საკასო აპარატების შენახვას ვერ უზრუნველყოფს. მათი თქმით, ადგილზე მისულებს დღეს ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდათ და მუშაობა ვერ შეძლეს.

"საკასო აპარატები თუ არ დადგით დახლებზე, კარები დაიკეტებაო. დღეს დაკეტილი დაგვხვდა კიდეც. არ გვიშვებენ სამსახურში. გვინდა მუშაობა, არ გვინდა საზღვარგარეთ წასვლა. ელემენტარული პირობები არ გვაქვს და კიდევ საკასო აპარატების დადგმას გვთხოვენ,"-ამბობენ მოვაჭრეები.

ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, მოვაჭრეებს სამუშაო ადგილებზე გასვლა თავისუფლად შეუძლიათ. მათი განცხადებით, დასაქმებულებს დაჯარიმების უსაფუძვლოდ ეშინიათ. ადმინისტრაციაში დაზუსტებით არ იციან, შეწყდება თუ არა საკასო აპარატების დადგმა. მათი თქმით, დღეს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, კანონი იცვლება და საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

მოვაჭრეები საპროტესტო აქციების გაგრძელებას კვლავ გეგმავენ და აცხადებენ, რომ ცენტრალურ გზას გადაკეტავენ. ისინი ქუთაისის მერთან შეხვედრასაც ითხოვენ და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებს პრობლემით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ.

აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი გოგი წულაია შეუერთდა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 20 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019