პოლიტიკა
"თაღლითური სქემა"-ოპოზიცია საპენსიო რეფორმის ფარგლებში მილიონობით ლარის დაკარგვას ვარაუდობს
"მთავრობამ ბიუჯეტის შესავსებად თაღლითური სქემა მოიფიქრა,"-აცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციაში. "ძალა ერთობაშია" "ქართულ ოცნებას" ბიუჯეტის შევსების მიზნით მოქალაქეების მოტყუებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო, ე.წ. საპენსიო რეფორმის ფარგლებში,  დაახლოებით 200 ათასი მოქალაქისა და მათი დამსაქმებელი კომპანიების მოტყუებით დამატებით მილიონობით ლარის მობილიზებას აპირებს.

"საქართველოს მთავრობამ შეპირების მიუხედავად, სავალდებულო საპენსიო სქემაში მაინც ჩართო 40 წელს გადაცილებული დასაქმებულები იმ პირობით, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ მათ ექნებოდათ საპენსიო სქემის დატოვების საშუალება და გადარიცხული თანხა სრულად დაუბრუნდებოდათ უკან. საპენსიო სააგენტოდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ თუ პიროვნება დატოვებს საპენსიო სქემას, თანხის დაბრუნებისას მის მიერ დაგროვებული თანხა დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ანუ ცალკე მოქალაქეებისთვის,¸ხოლო ცალკე კომპანიებისთვის დასაბრუნებელი თანხა დაიბეგრება 20%-ით,"-განაცხადა "ძალა ერთობაშია"-ს წევრმა გიგა შუშანიამ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეობს 40 წელს გადაცილებული 200 ათასამდე დასაქმებული და ამ მანიპულაციით ბიუჯეტში დასაქმებულებისა და კომპანიების გადახდილი თანხებიდან რამოდენიმე მილიონი ლარი მოხვდება. მათივე ვარაუდით, საქართველოს მთავრობა და "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები დაგროვებულ თანხას საკუთარი კეთილდღეობისათვის გამოიყენებენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის
ტაძრის მიმდებარე
18:38 / 11.11.2019
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე
17:20 / 11.11.2019
"ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს," - განაცხადა
წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა იწყება. წყალტუბოს
13:04 / 11.11.2019
წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა იწყება. წყალტუბოს
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 3 - 18 °C
img
ქუთაისი 9 - 23 °C
img
ბათუმი 13 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019