ქუთაისის მერიაში ახალი სათათბირო ორგანო შეიქმნება.

“არქიტექტორთა საბჭო”, რომელიც არქიტექტორებისაგან დაკომპლექტდება, ქუთაისის მერიას კონსულტაციებს გაუწევს.

მერიის განმარტებით, ინფორმაცია საბჭოს შექმნის შესახებ ქუთაისის მერის, არქიტექტორებისა და დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრაზე გაჟღერდა. მათივე თქმით, შეხვედრა სამუშაო ხასიათს ატარებდა, სადაც ახალი შექმნილი ა(ა)იპ “ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო” წარადგინეს. მერიაში აცხადებენ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელმა რუსუდან ჩინჩალაძემ არქიტექტორებსა და დეველოპერებს ახალი სერვისები გააცნო, არქიტექტორებმა კი თავიანთი მოსაზრებები გააჟღერეს.

საბჭოს შემადგენლობისა და სხვა დეტალების შესახებ ქუთაისის მერიაში ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ საბჭოს დადგენილება საკრებულოს სხდომაზე უნდა გავიდეს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ ვინ იქნებიან საბჭოს შემადგენლობაში.

ფოტო: ქუთაისის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *