პოლიტიკა
ქუთაისის მერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ქუთაისის მერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი ჭიღვარიამ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. მემორიალთან საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა და ტრაგედიის დროს დაღუპულთა სურათები გამოიფინა.

"საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი მნიშვნელოვან დღედ ჩაიწერა. ეს არის დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მოვედით მემორიალთან, რათა პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დღეს გარდაიცვალნენ,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტებმა და მოქალაქეებმა. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.


ფოტო:ქუთაისის მერია
| Print |