პოლიტიკა
ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან ოპოზიციის წევრები მივიდნენ
ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ 30 წლის წინ, ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

"ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც 30 წლის წინ, დღევანდელ დღეს ახლობლები დაკარგეს. 21 სიცოცხლე შეიწირა 89 წლის 9 აპრილმა. ამავდროულად, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე. ჩვენი იდენტობისა და თავისუფლებისაკენ გადადგმული ნაბიჯის აღმნიშვნელი თარიღი. ეს დღე გვახსენებს იმას, რომ ერთად ყოფნამ საბჭოთა იმპერიის ბოროტების დამარცხებაც კი შესძლო,"-განაცხადა გია თევდორაძემ.

"9 აპრილი არის გმირების დღე. ეს არის დღე, როდესაც საქართველომ გამოაცხადა, რომ ის თავისუფლებისათვის ყველაფერს გააკეთებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის წლები და ბრძოლა, რაც თავისუფლებისათვის გამოიარა საქართველომ, არ დარჩეს ამაო. არ დავუშვებთ, რომ ზოგიერთმა ძალებმა თავს მოგვახვიონ ოკუპანტი,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით გოგისვანიძემ.

"ეს არის ერთდროულად დიდი ტკივილისა და დიდი სიხარულის დღე. უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა, მათ საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს თავი. ამ დღეს საქართველო დამოუკიდებელ სუბიექტად ოფიციალურად გაფორმდა. ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ დღეს,"-განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესიკ ბრეგაძემ.

დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტებმა და მოქალაქეებმა.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო
14:38 / 16.09.2019
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო
ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი დასრულდა. საზეიმოდ გაიხსნა ჭავჭავაძის
ქუჩაზე,
00:09 / 16.09.2019
ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი დასრულდა. საზეიმოდ გაიხსნა ჭავჭავაძის ქუჩაზე,
ტყიბულელმა ძიუდოისტმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ
23:58 / 15.09.2019
ტყიბულელმა ძიუდოისტმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 15 - 24 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019