Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ფეროშენადნობთა ქარხნის შემოსავლის გარკვეული ნაწილი ზესტაფონში უნდა დარჩეს"-გოგი წულაია
ზესტაფონის მერობის კანდიდატად პარტია "თავისუფალი საქართველოდან" გოგი წულაია იბრძოლებს. წულაია ზესტაფონელ ამომრჩევლებს დღეს კახა კუკავამ წარუდგინა.

"პრობლემები თითქმის ყველა ქალაქში ერთნაირია. ეს არის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და უმუშევრობა. ზესტაფონს ემატება ფეროს ქარხანა, რომელიც წამლავს გარემოს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მაღალია კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. იბრძვი ზესტაფონის გადარჩენისთვის ? ესე იგი იბრძვი ქუთაისის გადარჩენისთვისაც,"-განაცხადა გოგი წულაიამ რადიო "ძველ ქალაქთან" საუბრისას.

ზესტაფონის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ თვითმმართველობებს უფლებამოსილების გაზრდა სჭირდებათ, რადგან მუნიციპალიტეტებში არსებულ მძიმე მდგომარეობას ბუტაფორული თვითმმართველობები ვერ გამოასწორებენ.

გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ფეროს ქარხნის შემოსავლის გარკვეული ნაწილი ზესტაფონის განვითარებას უნდა ხმარდებოდეს და მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტისაკენ არ უნდა იყოს მიმართული.

"მთელი თანხა მიდიოდეს ცენტრალურ ბიუჯეტში და მერე მთავრობას სთხოვდე თანხას დაუშვებელია. ფეროშენადნობთა ქარხნის შემოსავლის გარკვეული ნაწილი ზესტაფონში უნდა დარჩეს,"-აცხადებს წულაია.

მერობის კანდიდატი ამბობს, ის მოსახლეობას აქტიურ რეჟიმში ხვდება და ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი აქვს.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა.

მერის არჩევნები მუნიციპალიტეტში 19 მაისს გაიმართება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 5 - 16 °C
img
ქუთაისი 8 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020