ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრები დაემატნენ.

სხვადასხვა საკითხებში მერს რჩევებს ლია გვენეტაძე, ქრისტინე მიქაძე, მაია ყუფარაძე, ემზარ ღვინიანიძე, ანა ლორთქიფანიძე, გია ცალანი, გია კვიტატიანი და ხვიჩა ძინძიბაძე მისცემენ. მათ საბჭოს ძველი წევრები ჩაანაცვლეს.

საბჭოს ძველი შემადგენლობა წევრთა ნაწილმა საკუთარი სურვილით, განცხადების საფუძველზე დატოვა. ნაწილი სხდომაზე არ დადიოდა და გაცდენების გამო გაუშვეს. საბჭოში აღარ იქნებიან ამბერკი დვალიშვილი, ალექსანდრე ჩინჩალაძე, შოთა გვეტაძე, ქართლოს კუტივაძე, ღუტუშა (დიმიტრი) კვანტალიანი.

მრჩეველთა საბჭოში წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ბიზნესიდან, სამოქალაქო სექტორიდან არიან წარმოდგენილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *