პოლიტიკა
მერია თეთრ ხიდზე დაზიანებულ მინას გვირილობის დღესასწაულამდე შეაკეთებს
ქუთაისის მერია თეთრ ხიდზე დაზიანებულ მინას შეაკეთებს. თვითმმართველობა სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის წესით განახორციელებს. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი აცხადებს, მერია გამოძიების დასრულებას ვერ დაელოდება და ორმაისობის დღესასწაულისათვის დაზიანებული ნაწილს აღადგენს. აღდგენის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს კომპანია "ალმა რუს საქართველო", რომელმაც ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა. რაც შეეხება დანარჩენ ხარვეზებს, მისივე თქმით, ისინი ეტაპობრივად აღმოიფხვრება.

ხიდაშელის თქმით, მინის დაზიანების ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობა სამუშაოების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.

"ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, მინას ჩვენ შევცვლით. გაწეული ხარჯის დაფარვა მოგვიანებით იმ პიროვნებას მოუწევს, ვინც მინა დააზიანა. მას უბრალოდ აღარ ექნება შესაძლებლობა მინა თავად გააკეთოს. გამოძიების მიმდინარეობა სამუშაოების ჩატარებას ხელს არ უშლის,"-განაცხადა ხიდაშელმა.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, თეთრი ხიდის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს, რომელიც შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებულ ბევრ კითხვას სცემს პასუხს.


ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერის განცხადებით შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს
მთავრობამ უკვე მიიღო.
11:27 / 17.09.2019
ქუთაისის მერის განცხადებით შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო.
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 28 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019