პოლიტიკა
ქუთაისში სავარაუდო წინასაარჩევნო დარღვევებზე იმსჯელეს
ქუთაისში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს. საიას ქუთაისის ფილიალში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

"გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ, რომ დავაკვირდებით ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქებს. იმერეთის ოლქში ჩვენ უკვე დავიწყეთ გრძელვადიანი მონიტორინგი. დღეს სავარაუდო დარღვევებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ვიმსჯელეთ ,"-განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ და აღნიშნა, რომ საიას მიერ არჩევნებზე გამოყოფილი დამკვირვებლების რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში არჩევნებს დააკვირდება "სამართლიანი არჩევნები".

"საარჩევნო პერიოდის განმავლობაში შევისწავლით მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, წინასაარჩევნოდ რესურსების გამოყენებას,"-განაცხადა "სამართლიანი არჩევნების" საჩხერის რეგიონალურმა კოორდინატორმა მათე ჩაფიჩაძემ.

საიამ მსგავსი ტიპის შეხვედარა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც გამართა.

შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით ზესტაფონსა და ჭიათურაში მერის რიგგარეშე შუალედური, ხოლო წყალტუბოსა და ტყიბულში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. კენჭისყრა 19 მაისს ჩატარდება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.
14:52 / 20.05.2019
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.
ტყიბულში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში,
12:35 / 20.05.2019
ტყიბულში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.
ჭიათურაში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში,
11:55 / 20.05.2019
ჭიათურაში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, "ქართული ოცნების"
ზესტაფონში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში,
11:45 / 20.05.2019
ზესტაფონში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, "ქართული ოცნების"
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 14 - 25 °C
img
ქუთაისი 14 - 23 °C
img
ბათუმი 17 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019