Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისში სავარაუდო წინასაარჩევნო დარღვევებზე იმსჯელეს
ქუთაისში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს. საიას ქუთაისის ფილიალში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

"გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ, რომ დავაკვირდებით ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქებს. იმერეთის ოლქში ჩვენ უკვე დავიწყეთ გრძელვადიანი მონიტორინგი. დღეს სავარაუდო დარღვევებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ვიმსჯელეთ ,"-განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ და აღნიშნა, რომ საიას მიერ არჩევნებზე გამოყოფილი დამკვირვებლების რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში არჩევნებს დააკვირდება "სამართლიანი არჩევნები".

"საარჩევნო პერიოდის განმავლობაში შევისწავლით მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, წინასაარჩევნოდ რესურსების გამოყენებას,"-განაცხადა "სამართლიანი არჩევნების" საჩხერის რეგიონალურმა კოორდინატორმა მათე ჩაფიჩაძემ.

საიამ მსგავსი ტიპის შეხვედარა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც გამართა.

შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით ზესტაფონსა და ჭიათურაში მერის რიგგარეშე შუალედური, ხოლო წყალტუბოსა და ტყიბულში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. კენჭისყრა 19 მაისს ჩატარდება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020