ზესტაფონის მერობისათვის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი

კანდიდატი ვახტანგ რობაქიძე იბრძოლებს. 

როგორც რობაქიძე ამბობს, მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემაა, რომელთა გადაჭრის რეალური გზები მას შემუშავებული აქვს. მერობის კანდიდატის განცხადებით, ყველაზე მწვავეა ეკოლოგიისა და უმუშევრობის პრობლემა. ვახტანგ რობაქიძის თქმით, მისი მერად არჩევის შემთვევაში, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც “ფეროშენადნობთა ქარხნის” მუშაობას გააკონტროლებს, მოეწყობა ფილტრები.

“ზესტაფონში წყალი გრაფიკით მოდის, ამიტომ წყლის მიწოდების მოწესრიგება იქნება ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი. საგზაო ინფრასტრუქტურა და სასმელი წყლის მიწოდება სოფლების მთავარი გამოწვევაა. ჩემი მიზანია ქალაქის იერსახის მოწესრიგება, ბავშვთა გასართობი ატრაქციონების დამონტაჟება და სხვა,”-ამბობს მერობის კანდიდატი.

ვახტანგ რობაქიძე “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო. 

ფოტო: ვახტანგ რობაქიძის პირადი გვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *