ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვახტანგ რობაქიძე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

როგორც რობაქიძე რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ამბობს, წინასაარჩევნო კამპანია ზესტაფონში დარღვევებით მიმდინარეობს და ფაქტებზე რეაგირებას არავინ ახდენს.

“ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი, ღია შანტნაჟი მიმდინარეობს. ურთულესი სიტუაციაა. ჩემთან მოაგზავნეს ადამიანები და გვთხოვეს, რომ მომეხსნა კანდიდატურა. უმეტესად მიმდინარეობს ზეწოლა ჩემს გარემოცვაზე. თუ ვინმე დაინახეს ჩემ გვედით, მათ იბარებს ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, თავად ურეკავს და ხვდება. ასევე, იბარებს მერიის სამსახურების უფროსებს და კატეგორიულად ითხოვს საარჩევნო ხმების შეგროვებას,”-აცხადებს რობაქიძე.

მერობის კანდიდატის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 23 ადამიანის დაკავება იგეგმება, რომელთა სია შსს-ს უკვე გადაეცა. 

“23 ადამიანის, რომლებიც “ოცნებას” მხარს არ უჭერენ, დაკავება იგეგმება. გათვლილია, რომ მათგან ზოგს იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდეთ,”-ამბობს რობაქიძე.

ფოტო:ვახტანგ რობაქიძის პირადი გვერდი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *