პოლიტიკა
მანქანას, რომლითაც ზესტაფონის მერობის კანდიდატის ბანერები უნდა ჩამოეტანათ, ცეცხლი გაუჩნდა
ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახტანგ რობაქიძის მხარდამჭერის ავტომანქანას ცეცხლი გუშინ, საღამოს საათებში გაუჩნდა. როგორც რობაქიძე ამბობს, აღნიშნული ავტომობილით დღეს თბილისიდან მისი საარჩევნო ბანერები უნდა ჩამოეტანათ. მერობის კანდიდატი აღნიშნულს, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ მის და მისი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ მუქარას უკავშირების.

"ავტომობილი დაყენებული გვყავდა საცხოვრებლის წინ, გაჩერებულ ავტომობილს მოეკიდა ცეცხლი. კონკრეტულად ხელს ვერავის ვადებ, თუმცა, ასეთი დამთხვევები არ ხდება,"-აცხადებს რობაქიძე.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანიშნულია ექსპერტიზა.

ვახტან რობაქიძე ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ შალვა კიკნაველიძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა. მერობის კანდიდატი აცხადებდა, რომ 23 ადამიანის, რომლებიც "ოცნებას" მხარს არ უჭერენ, დაკავება იგეგმება.


ფოტო: ვახტანგ რობაქიძის პირადი გვერდი
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200
ლარია.
16:47 / 18.11.2019
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200 ლარია.
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე
გადაუგზავნა.
14:49 / 18.11.2019
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.
ამინდი
თბილისი 1 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 18 °C
img
ბათუმი 11 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019