ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახტანგ რობაქიძის მხარდამჭერის ავტომანქანას ცეცხლი გუშინ, საღამოს საათებში გაუჩნდა.

როგორც რობაქიძე ამბობს, აღნიშნული ავტომობილით დღეს თბილისიდან მისი საარჩევნო ბანერები უნდა ჩამოეტანათ. მერობის კანდიდატი აღნიშნულს, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ მის და მისი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ მუქარას უკავშირების.

“ავტომობილი დაყენებული გვყავდა საცხოვრებლის წინ, გაჩერებულ ავტომობილს მოეკიდა ცეცხლი. კონკრეტულად ხელს ვერავის ვადებ, თუმცა, ასეთი დამთხვევები არ ხდება,”-აცხადებს რობაქიძე.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანიშნულია ექსპერტიზა.

ვახტან რობაქიძე ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ შალვა კიკნაველიძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა. მერობის კანდიდატი აცხადებდა, რომ 23 ადამიანის, რომლებიც “ოცნებას” მხარს არ უჭერენ, დაკავება იგეგმება.

ფოტო: ვახტანგ რობაქიძის პირადი გვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *