პოლიტიკა
არაგეგმიური იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 130 000-ზე მეტ, ხოლო ქუთაისში 14 000-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა
საქართველოში იმუნიზაციის კვირეული აღინიშნება. კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი სამედიცინო დაწესებულებების, პოლიკლინიკების, სამშობიარო სახლების წარმომადგენლებს შეხვდა. დაჯილდოვდა იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართული სამედიცინო დაწესებულებებიც.

"საქართველოში წითელას ეპიდემია გვაქვს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ჩაიტარონ აცრები. ვაქცინაცია უფასოა. დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები,"-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ.

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში არაგეგმიური იმუნიზაცია 130 000-ზე მეტ, ხოლო ქუთაისში 14 000-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა. როგორც გიორგიძე ამბობს, მაჩვენებელი შესასრულებელი გეგმის 50%-ს შეადგენს. მისივე განმარტებით, წითელას შეჩერება შესაძლებელი იქნება, თუ საქართველოში კიდევ 250 000, ხოლო ქუთაისის მასშტაბით 30 000-მდე მოქალაქე ჩაიტარებს იმუნიზაციას.

"სამწუხაროდ, კიდევ ფიქსირდება წითელას შემთხვევები. ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს რეგიონებსა და თბილისში,"-ამბობს გიორგიძე. 

იმუნიზაციის კვირეულის აღნიშვნას იმერეთი 22 აპრილიდან შეუერთდა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.
14:52 / 20.05.2019
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.
ტყიბულში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში,
12:35 / 20.05.2019
ტყიბულში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.
ჭიათურაში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში,
11:55 / 20.05.2019
ჭიათურაში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, "ქართული ოცნების"
ზესტაფონში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში,
11:45 / 20.05.2019
ზესტაფონში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, "ქართული ოცნების"
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 14 - 25 °C
img
ქუთაისი 14 - 23 °C
img
ბათუმი 17 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019