პოლიტიკა
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გიორგობიანმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა, მერიამ არსებული სატრანსპორტო საშუალებები ელექტროავტობუსებით ჩაანაცვლოს.

"მიჭირს კონკრეტულ თანხებზე საუბარი. დაახლოებით ავტობუსების შეძენას 7-8 მილიონი ევრო დასჭირდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან. მწარმოებელ კომპანიებთან წერილები გაგზავნილი გვაქვს, ველოდებით თითო ერთეული ტრანსპორტის ღირებულების დადგენას. არ გამოვრიცხავ, რომ სრულად ჩანაცვლდეს არსებული ტრანსპორტი და სრულად მოხდეს გადასვლა მუნიციპალურ ტრანსპორტზე,"-განაცხადა გიორგობიანმა.

საკითხს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიგა შუშანია გამოეხმაურა. 

"კარგია ელექტრო ტრანსპორტი, მაგრამ საკითხავია ვინ მოაწყობს ინფრასტრუქტურას, რა თანხა დასჭირდება თითო ერთეულის შეძენას. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს,"-განაცხადა შუშანიამ.

მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემა ქალაქში 2007 წელს გაუქმდა. 

ამ ეტაპზე ქუთაისში 10 საავტომობილო ხაზია, რომელსაც 68 ავტობუსი ემსახურება. ქალაქში ფუნქციონირებს 160 მიკროავტობუსი.

ფოტო:ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 20 - 35 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019