ოპოზიციონერი დეპუტატები ქუთაისის მერს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენას სიტყვიერად სთხოვენ.

 

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, გიგა შუშანია აცხადებს, არსებული პრაქტიკის მიხედვით, მერი მხოლოდ წერილობით აგზავნის ანგარიშს და მას განხილვა არ მოჰყვება.

“ჩვენი ინიციატივა იყო, რომ არა წერილობით წარადგინოს მერმა ანგარიში, როგორც არის მიღებული ტრადიცია, არამედ პირადად მოვიდეს სხდომაზე. იყოს დისკუსია და კითხვები. განვიხილოთ რა პრობლემები იყო. სამწუხაროდ, დეპუტატებმა საკითხს მხარი არ დაუჭირეს,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

“ვთხოვოთ, მოვიდეს”- ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის კრიტიკას საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია.

ფოტო: ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *