კაფე “სავანეს” მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა

საპროტესტო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმა. როგორც ობიექტის მფლობელები ამბობენ, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებას ცდილობდნენ და აცხადებდნენ, რომ პლაკატები მერიის ნებართვის გარეშე იყო გაკრული.

“ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყნის შვილები და საპროტესტო პლაკატების გაკვრის შესახებ შეთანხმება მერიასთან არ უნდა გვჭირდებოდეს. ეს არის პროტესტის ფორმა, რომელიც ვერ იქნება აკრძალული. არ ვაზიანებთ სხვის ქონებას, პლაკატებს საკუთარ ქონებაზე ვაკრავთ,”-განაცხადა კაფეს მფლობელმა გიორგი ტურაბელიძემ.

შეგახსენებთ, რომ კაფეს მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ მათ ობიექტი 23 წლის წინ 10 000 დოლარად შეიძინეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. მათივე განმარტებით, მერიამ აზომვითი ნახაზები გააყალბა და მასზე ტერიტორია კონსტრუქციის გარეშეა დატანილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *