ქუთაისიში “გვირილობის” აღნიშვნა დილიდან დაიწყო.

იმერეთის გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის განცხადების ეს დღესასწაული დიდი ხანია გასცდა ქუთაისის ფარგლებს და იმერეთის რეგიონის სახალხო დღესასწაულად იქცა. მისივე განცხადებით, ეს დღე მხარეს განსაკუთრებულად გამორჩეულობას სძენს. 

“ქუთაისსა და იმერეთის რეგიონს ვულოცავ ამ ულამაზეს დღესასწაულს, ,,გვირილობას”, რომელიც ყოველწლიურად უფრო მასშტაბურად და განსხვავებულად აღინიშნება. მიუხედევად იმისა, რომ ჩვენი რეგიონი მდიდარია სახალხო დღესასწაულებით ეს დღე ჩვენს მხარეს გამორჩეულობასა და უნიკალურობა სძენს.

,,გვირილობა” უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ქუთაისის ფარგლებს და იმერეთის რეგიონის სახალხო დღესასწაულად იქცა. ანალოგიური შინაარსის დღესასწაულები მხოლოდ იშვიათი კულტურისა და ისტორიის ქალაქებს თუ გააჩნიათ. ,,გვირილობა” ჩვენი სავიზიტო ბარათია.

დღეს განსაკუთრებით დადებითი ემოციები აქვს თითოეულ ჩვენგანს. ,,გვირილობა” საუკუნის წინ დაიწყო. მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება და მასშტაბებს ყოველწლიურად იძენს. თქვენ იცით, რომ ქუთაისი შედის მსოფლიოს უძველესი ქალაქების ათეულში და 3500 წელზე მეტს ითვლის. ამიტომ უფლება არ გვაქვს ის რაც იყო წლების წინ დავტოვოთ წარსულში და არ განვავითაროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალაქის სახალხო დღესასწაულს და წარმატებებს გისურვებთ!”- ნათქვამია გუბერნატორის მილოცვაში. 

ფოტო: იმერეთის გუბერნატორის ოფიციალური გვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *