ქუთაისის მერიას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

საუბარია მივლინებებზე, რომლებშიც მერიის მაღალჩინოსნები და თანამშრომლები იმყოფებოდნენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიგა შუშანია აცხადებს, რომ 2018 წელს მივლინების შესახებ ბრძანებები არა წასვლამდე, არამედ მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ იწერებოდა. შუშანია მიიჩნევს, რომ აღნიშნული საწვავის დიდი რაოდენობის ათვისების მიზნით გაკეთდა.

“სამწუხაროდ, ბრძანებების უმრავლესობა მივლინებებიდან ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგაა დაწერილი. კანონი ითვალისწინებს იმას, რომ ჯერ უნდა დაიწეროს ბრძანება და ამის შემდეგ წავიდეს პირი მივლინებაში. მაგალითად, ვიცე-მერი იუზა უგულავა ერთსა და იმავე პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჯერ ჭუბერში და მერე ბათუმში იმყოფებოდა. არც ინფრასტრუქტურის სამინისტროა ამ ადგილებში და ვერც ერთი ადამიანი ერთდროულად ორ ადგილზე ვერ იქნება. სავარაუდოდ, ეს საწვავის ჩამოწერის მიზნითაა გაკეთებული,”-განაცახდა გიგა შუშანიამ. 

ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, თითოეულ ვიზიტზე 60-80 ლიტრი საწვავია გაწერილი, რამაც 2018 წელს ჯამში 420 000 ლარი შეადგინა. 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აუდიტის სამსახურს საქმის შესწავლისაკენ მოუწოდებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *