პოლიტიკა
კაფე "სავანეს" დაჯარიმების საქმეზე სასამართლო 10 მაისს გაიმართება
კაფე "სავანეს" დაჯარიმების საქმეზე სასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 10 მაისს გაიმართება. ქუთაისის მერია გარევაჭრობის წესის დარღვევისათვის ობიექტის მფლობელებს 2 000 ლარით აჯარიმებს. უწყება მეპატრონეებს უკვე ჩაბარდათ. "სავანეს" მფლობელებს ჯერ არ მიუღიათ უწყება მათს ობიექტზე სტიკერების გაკვრისთვის დაჯარიმების შესახებ. მათი განცხადებით, მერიამ, სავარაუდოდ, ჯარიმის დაწერა გადაიფიქრა. რაც შეეხება გარევაჭრობას, მფლობელები განმარტავენ, რომ ნებართვის აღებაში თვითმმართველობამ მათ ხელი განზრახ შეუშალა.

"გარევაჭრობის ნებართვაზე მოთხოვნა მენეჯერს შეტანილი ჰქონდა დაახლოებით 3 კვირის წინ. მერიის მიმღებში განცხადება მერის სახელზე დავარეგისტრირეთ. მოგვიანებით, ზედამხედველობის სამსახურში გადაგვამისამართეს, სადაც გვითხრეს, რომ განცხადება მათთან არ შესულა. როგორც აღმოჩნდა, წერილი საიტზე უნდა დაგვერეგისტრირებინა, რაც არ ვიცოდით და არც გვითხრეს. ვფიქრობთ, რომ მოქალაქეებს დაბრკოლებებს სპეციალურად უქმნიან, რათა შემდეგ ჯარიმები დააკისრონ,"-განაცხადა კაფეს მფლობელმა, გიორგი ტურაბელიძემ.

შეგახსენებთ, კაფეს მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. კაფეს მეპატრონეები აცხადებენ, რომ მათ ობიექტი 23 წლის წინ 10 000 დოლარად შეიძინეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. მათივე განმარტებით, მერიამ აზომვითი ნახაზები გააყალბა და მასზე ტერიტორია კონსტრუქციის გარეშეა დატანილი. 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის
ტაძრის მიმდებარე
18:38 / 11.11.2019
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე
17:20 / 11.11.2019
"ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს," - განაცხადა
წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა იწყება. წყალტუბოს
13:04 / 11.11.2019
წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა იწყება. წყალტუბოს
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 4 - 18 °C
img
ქუთაისი 8 - 24 °C
img
ბათუმი 14 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019