ჭიათურის მერობისათვის 4 ქალი კანდიდატი იბრძოლებს. მერობის

კანდიდატად მზია სამხარაძე “ახალმა ქრისტიან დემოკრატებმა” წარადგინა, ზიტა ადამია პარტიის “თავისუფლება -ზვიად გამსახურდიას გზა” მერობის კანდიდატია, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ” კანდიდატად ირინა ცერცვაძე დაასახელა,”ქრისტიან-კონსერვატორების” მერობის კანდიდატი კი მანანა გოგიჩაძე იქნება.

ჭიათურის მერობისთვის სულ 13 კანდიდატი იბრძოლებს. არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *