ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვახტანგ რობაქიძე წინასაარჩევნო

ზეწოლის ფაქტების შესახებ საუბრობს. როგორც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, მას კანდიდატურის მოხსნას ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე “ქართული ოცნების” სასარგებლოდ სთხოვს.

რობაქიძე აცხადებს, რომ ზესტაფონში ამომრჩევლის მოსყიდვა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა დაშინება მიმდინარეობს.

“შალვა კიკნაველიძე ზოგს ციხეში ჩასმით, ზოგს კი სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება. მიმდინარეობს ზეწოლა პირადად ჩემზე და ჩემს მხარდამჭერებზე. მსგავს ვითარებაში წარმოუდგენელია წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა. ხვდებიან, რომ ჩვენი რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე “ქართული ოცნების”. ჩემ წინააღმდეგ ააგორეს კამპანია, თითქოს ნარკოტიკების მომხმარებელი ვარ,”-აცხადებს რობაქიძე.

ვახტანგ რობაქიძე კანდიდატურის მოხსნან გამორიცხავს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ცენტრალურ ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს საქმით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. 

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ზესტაფონში არჩევნების გაყალბება იგეგმება, რისთვისაც სქემა უკვე მოფიქრებულია. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *