პოლიტიკა
წაგებული სასამართლო პროცესის შედეგად, ქუთაისის ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით 15 600 ლარი გაიცა
ქუთაისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2017 წლიდან 2019 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, ქუთაისის მერიამ ყოფილ თანამშრომლებთან სამი სასამართლო დავა წააგო. 

ქუთაისის ბიუჯეტიდან წაგებული სასამართლო პროცესის შედეგად, 2017-2019 წლებში, ანაზღაურების სახით გაიცა 15 600 ლარი. 

მერიაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არც ერთი თანამშრომელი არ აღდგენილა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
| Print |