პოლიტიკა
"ახალგაზრდებს მოტივაცია უნდა ჰქონდეთ"- მერიის სამხედრო სამსახურის ხელმძრღვანელი
ქუთაისის საკრებულოს კომისიის სხდომაზე, ქუთაისი მერიის სამხედრო სამსახურის უფროსმა, ვალერი ყენიამ სამსახურის ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურში ყოფნის მოტივაცია არ აქვთ. მისი განმარტებით, სამხედრო სამსახურის გადავადების მოთხოვნით მერიას ყოველწლიურად მეტი ახალგაზრდა მიმართავს. 

"სამხედრო სამსახური მთავრობის დადგენილების თანახმად, მუშაობს წვევამდელების როგორც პირველად აღრიცხვაზე აყვანაზე, ასევე გაწვევასა და რეზერვში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გეგმას, ამ ეტაპზე, 163 წვევამდელი უნდა ჩავრიცხოთ სხვადასხვა დანაყოფში. ჯერ პროცესი მიმდინარეობს და გაწვევა ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჯერ არ არის შესაძლებელი იმის თქმა, თუ როგორ სრულდება გეგმა. არის სირთულეები, მაგრამ ვუმკლავდებით. მთავარია ის, რომ ახალგაზრდებს მოტივაცია უნდა ჰქონდეთ. ამისათვის საჭიროა მუშაობა სკოლიდან მანამ, სანამ ის მოვა სამხედრო სამსახურამდე,"-განაცხადა ყენიამ.

სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2017 წლის შემოდგომიდან დღეის მდგომარეობით, გადაცადების მოთხოვნით სამსახურში 870-მდე განცხადება შევიდა.

"კონსტიტუციის თანახმად, ყველას აქვს უფლება, იყოს ამა თუ იმ მრწამსის მქონდე. დღემდე უკვე შემოსულია 870-მდე მოწმობები, რომლებიც, კანონის თანახმად, ექვემდებარება გადავადებას. 2017 წლიდან დღეის მდგომარეობით, უფრო მეტად არიან ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიის მიმდევრები,"-ამბობს ვალერი ყენია.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 20 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019