ჭიათურაში, არჩევნების ფონზე, საპროტესტო აქციები გრძელდება.

აქციაზე 70-მდე ადამიანია შეკრებილი. შიმშილობს 15 ადამიანი.

მოშიმშილეებმა საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს და საარჩევნო უბნებზე მისასვლელად ტრანსპორტის გამოყოფა მოითხოვეს.

მაღაროელები ხელფასების 50%-ით გაზრდას, ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობისა და სამუშაოზე კვების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ჭიათურაში დღეს მერი უნდა აირჩიონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *