“ქართული ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატმა,

გიორგი გოგლიჩიძემ ხმა მე-7 საარჩევნო უბანზე მისცა.

“მე ხმა მივეცი ზესტაფონის მომავალს, ჯანსაღ გარემოს. მოვუწოდებ მოსახლეობას, მოვიდნენ არჩევნებზე. ზესტაფონს სჭირდება მეურვე მერი, რომელიც დაგეგმილ პროექტებს დაასრულებს. მჯერა, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება. მუნიციპალიტეტში არის ინფრასტქრუქტურული პრობლემები, საჭიროა
გაზიფიცირება, წყალმომარაგების ქსელის მიწესრიგება, სკრინინგ ცენტრის მოწყობა. გამარჯვებას პირველივე ტურში ველოდები,”-განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ზესტაფონის მერობისათვის 16 კანდიდატია რეგისტრირებული.

ზესტაფონში ხმის მიცემა 54 943 ამომრჩეველს შეუძლია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *