უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა კენჭისყრის დღე შეაჯამა.

ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ზესტაფონში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ხმის დათვლის პროცედურაც ასევე მშვიდ გარემოში წარიმართება.

“მინდა მივულოცო ზესტაფონლებს, რომ კენჭისყრის პროცედურებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დარჩენილია ერთი საათი და ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ პოზიტიურ შედეგს მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. საარჩევნო უბნებზე მხოლოდ 6 დარღვევაა დაფიქსირებული. დაწერილი საჩივრები ვერანაირ გავლენას აცდენს მთლიან სურათზე,”-განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებთან ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას, ცქიტიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მტკიცებულებების გარეშე არ უნდა გავრცელდეს. საარჩევნო უბნებთან აგიტატორების მობილიზებასთან დაკავშირებით კი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული კანონიერი ქმედებაა და მისი უფლება ნებისმიერ პარტიას აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *