პოლიტიკა
ნიკა მელია: ზესტაფონში შედგება მეორე ტური
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია ზესტაფონში მეორე ტურის დანიშვნის შესახებ საუბრობს. მელია ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზციის მერობის კანდიდატი რამდენიმე უბანზე ლიდერობს.​

"მიუხედავად ჩამოსული თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა, შემიძლია გითხრათ, ზესტაფონში შედგება მეორე ტური. ვიღებთ ოქმებს უბნებიდან, რიგ უბნებში იმარჯვებს ბაქარ ხიჯაკაძე, რიგ უბნებში მმართველი გუნდის კანდიდატი, რაც ცხადყოფს იმას, რომ გარდაუვალია მეორე ტური"-განაცხადა ნიკა მელიამ.

ზესტაფონში საკუთარი არჩევანი 25 857-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. აღნიშნული მაჩვენებელი რეგისტრირებული ამომრჩევლის 47%-ია.

მუნიციპალიტეტის მერობისათვის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული.
| Print |